Know God (Episode 1): Created

“In the beginning, there was a whisper…” The story of creation told in the Bible starts with God weaving everything together out of nothing. Why? Listen in… What do you think? Share your thoughts and questions at www.knowgod.ie

დასვით თქვენი კითხვა

ბიბლიური ციტატები

გაზიარება
Genesis 1–2
უფასო რესურსები

გსურთ ბიბლიის უფრო ღრმად გაგება?

შემოგვიერთდით ბიბლიის შესწავლაში

ტრანსკრიპტი

Georgian (ქართული)
[მუსიკა] ნასაწყისში იყო ჩურჩული, წარმოთქმული სიტყვა, რომელმაც დასაბამი მისცა სამყაროს. ყოველი სიტყვა თითქოს სამყაროს ტილო ჩლიდა. ღვთის სული იძროდა წყლის პირზე. შუქშტილი თავის ძნელსაცნაურ ცეკვას ცეკვავდა. ყალიბდებოდა სამყარო სიცოცხლითა და საოცრებით აღსავსე, თუმცა მის ქსოვილში ჩართულია საიდუმლოებები, რომელიც ამოცნობას ელის. საიდუმლოებები, რომელიც მაძიებელ გონებას სიღრმეებისკენ იზიდავს. დაბადების წიგნის უძველეს ფურცლებზე ჩაწერილი ეს ოდინდელი ამბავი მოგვითხრობს ღვთის ოსტატობაზე, რომელიც წარმოსახვის საზღვრებს ცდება. ყველაფერი, უსაზღვრო ზეციური სივრცე, მცირე უჯრედის დახვეწილი სირთულე, ყოველი ქმნილების წახნაგის შემოქმედის ანაბეჭდს ატარებს. განმარტება შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ერთი ჭეშმარიტება უცვლელი რჩება. შეხედა ღმერთმა თავის ქმნილებას და მიხვდა, რომ კარგი იყო. ამ სანახაობის შუაგულში იქმნება კაცობრიობა, ღვთის შედევრი. ღვთიურ გულში ხომ მამის, ძის და სულიწმინდის სიყვარულის თანაზიარებაა. ჩვენ უსაზღვრო სიხარულისგან შევიქმენით. ჩვენ მათ ხატად და მსგავსად შევიქმენით და მოგვენიჭა თვითარსის შემოქმედებისა, თანაგრძნობისა და ურთიერთობის წყურვილისა. ყველა სხვა ქმნილებათაგან განსხვავებით, ჩვენ ქმნილებაზე ზრუნვა მოგვენდო. ჩვენ გვაქვს კავშირი შემოქმედთან, მაგრამ მოდით გულახდილად ვთქვათ, განა მართლა ასეა? განა მართლა გვაქვს კავშირი შემოქმედთან? ჩვენ თითქოს გაურკვევლობის ზღვაში ვტივტივებთ, მიზანს და აზრს ვეძებთ, აპათიის ტალღებს ვებრძვით. ნეტავ თუ ისმის ჩვენი ეჭვების ხმაურში ის ჩურჩული, რომლის ექოც საუკუნეებს არღვევს და გვახსენებს ჩვენ ჭეშმარიტ მოწოდებას, კავშირს თვით შემოქმედთან. წმინდა წერილის ფურცლებზე ჩვენი გულებისკენ ღვთის უსასრულო, ტოლვის, უსაზღვრო, უკიდეგანო, უპირობო სიყვარულის ელვარებას ვხედავთ. ეს სიყვარული ჭეშმარიტი ურთიერთობის სიღრმეებისკენ გვიზიდავს, სიცოცხლისისავსის განცდისკენ გვიხმობს. რატომ ვერიდებით გაშლილ მკლავებს იმისა, ვისაც ვეკუთვნით?
JesusFilm