ვიდეო იტვირთება
ტრანსკრიპტი
Georgian (ქართული)
ვიცი, რასაც გრძნობ.
მე ამას შენს თვალებში ვხედავ.
შენს სულს რაღაც ამძიმებს.
და ეს რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი გგონია.
თუმცა ასე არ არის.
საკუთარ თავს მეტისმეტად ბევრს სთხოვ.
რაც არ უნდა გააკეთო, უვარგისად გეჩვენება.
გგონია, რომ მუდამ მარცხს განიცდი.
სრულყოფილება გსურს და ვერ აღწევ.
მაგრამ აი, რა უნდა იცოდე:
შენ არ ხარ უიმედო.
შენ შენი მარცხით არ განისაზღვრები.
არც შენი წარმატებით.
შენ სიყვარულით სავსე შემოქმედის ქმნილება
უზარმაზარი ისტორიის უმშვენიერესი ნაწილი ხარ.
შენ შედევრი ხარ.
შენ ნამდვილი განძი ხარ.